"ბიუჯეტზე მიბმული ქოცები აჭყლოპინდნენ, ნეაპოლში წასასვლელად ქოცელიტას ხალხის ფული არ დაუხარჯავსო"
ბიუჯეტზე მიბმული ქოცები აჭყლოპინდნენ, ნეაპოლში წასასვლელად ქოცელიტას ხალხის ფული არ დაუხარჯავსო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი წერს.
მისი თქმით, ქოცის სიტყვის ფასი რომ ნულია, ყველამ იცის.
"ამიტომ, ზუსტ ფაქტებს, როცა იქნება, გამოძიება დაადგენს. ამჯერად მხოლოდ ერთ რამეს ვიკითხავ: ეს ტიპები აეროპორტში რით მივიდნენ? შემთხვევით, პირად საქმეზე მიმავალთ, სამსახურებრივი მანქანებითა და მძღოლებით (ანუ ხალხის ფულით) ხომ არ უსარგებლიათ? შეგახსენებთ, ეს ის რეჟიმია, რომელმაც კერძო კომპანიის(!) კუთვნილი მანქანის პირადი მიზნით გამოყენებისთვის ნიკა გვარამია ციხეში ჩასვა.
ამაზე პასუხს როცა გაარკვევთ, მთაწმინდაზე ადით, კალაძის მიერ შემოთავაზებულ ტრაექტორიას გამოჰყევით და, გზად, სულ გახსოვდეთ: "კანონი ყველასათვის ერთია" და კიდევ - "კანონზე მაღლა არავინაა",- წერს ზაზა ბიბილაშვილი.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს