"ესეც თქვენი „გმირები!“„პატრიოტები“, რომლებიც საკუთარი ქვეყნის მიწასთან გასწორებით იმუქრებიან"
ესეც თქვენი „გმირები!“ „პატრიოტები“, რომლებიც საკუთარი ქვეყნის მიწასთან გასწორებით იმუქრებიან… - წერს სოციალურ ქსელში „აი ია“-ს დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი უკრაინაში მებრძოლის მუქარის შემცველ ვიდეოსთან დაკავშირებით.
როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, საქართველოს განადგურებას აანონსებენ, ქვას ქვაზე არ დავტოვებთ და ნაცებს მაინც მოვიყვანთ ხელისუფლებაშიო.
„ესეც თქვენი „გმირები!“ „პატრიოტები“, რომლებიც საკუთარი ქვეყნის მიწასთან გასწორებით იმუქრებიან… საქართველოს განადგურებას აანონსებენ, ქვას-ქვაზე არ დავტოვებთ და ნაცებს მაინც მოვიყვანთ ხელისუფლებაშიო… ჩამოდით, ჩამოდით…“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.
სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“ გავრცელებულ ვიდეოში უკრაინაში მებრძოლი ამბობს - „კიდევ ერთხელ გეუბნებით, საქართველოს მიწასთან გავასწორებთ, თქვენთან ერთად გავასწორებთ მიწასთან, ასე კატოკივით გადაგივლით ყველას და მერე ხელახლა ავაშენებთ. აბა რა აზრი აქვს ახლა, თქვენ უნდა გერქვათ ქართველები? და თქვენ საქართველოს დროშით უნდა დადიოდეთ, ჰიმნს უნდა მღეროდეთ, პასპორტებში ქართული უნდა გეწეროთ?“, - წერს შაქარიშვილი.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"