"ამ კადრებით ისიც ვნახეთ რომ მისი მდგომარეობა უარესდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს გარე ჩარევის აუცილებლობას"
რისი თქმა უნდოდა ხელისუფლებას სააკაშვილის ვიდეო მასალის ჩვენებით არ არის საიდუმლო. იუსტიციის მინისტრი ეთერიდან გვიხსნიდა როგორ უნდა გავიგოთ, რა უნდა დავინახოთ, რა არა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინსტრი თინა ხიდაშელი წერს.
მისი თქმით, მათი მომხრეების, დაქირავებული ტროლების პოსტები, კომენტარები, სხვების კედლებზე შემოვარდნები ნათლად გვაჩვენებს ხელისუფლების გზავნილების უსუსურობას.
"სინამდვილეში არაფერი, აბსოლუტურად არაფერი გვინახავს გუშინ იმისგან განსხვავებული რაც ისედაც ვიცოდით. ექს-პრეზიდენტი ავადაა და სერიოზული სამედიცინო ჩარევა და დახმარება ჭირდება.
ამასობაში რადგან კადრები აგვისტო-დეკემბრით თარიღდება ამ კადრებით ისიც ვნახეთ რომ მისი მდგომარეობა უარესდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს გარე ჩარევის აუცილებლობას. აგვისტოდან დეკემბრამდე ვერაფრით დაეხმარა მას ის სამედიცინო მხარდაჭერის სისტემა რომელსაც ვივა-მედი და შესაბამისად სახელმწიფო სთავაზობს.
როგორც ყოველთვის, თავად აიჭრა და აირია ხელისუფლება საკუთარ პროპაგანდაში.
არადა, თუკი რამე აქვთ სათქმელი სასამართლოზე უნდა მოიყვანონ პატიმარი, რომელზეც მორიგ ჯერზე გვითხრეს სიმულიანტობს და იტყუებაო.
შანტაჟი, პიროვნების დეჰუმანიზაცია, არ არის სახელმწიფოს ფუნქცია, ეს ველურობის ნიშანია. გუშინდელი ვიდეოს ჩვენება ზუსტად ეს იყო.
სასამართლოზე მოიყვანეთ პატიმარი!"- წერს თინა ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გუშინ გამოაქვეყნა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"