"არავის გვჭირდება ის მოცემულობა, რაც გვაქვს, არავინ ვგრძნობთ ამით თავს უკეთ" - არჩილ გამზარდია
ყველამ უნდა მოითხოვოს სააკაშვილის გადაყვანა სხვა ქვეყანაში, ვიღაცამ მისი მოფრთხილებისა და გულშემატკივრობის მიზნით, ვიღაცამ კი თუნდაც მისი "დასრულების" მიზნით, -ასე ეხმიანება ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.
ის ასევე აღნიშნავს , რომ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა ყველაზე მეტად მის არაკეთილის მოსურნეებს უნდა უნდოდეთ.
"მიშას "დასრულება" ვისაც უნდა ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად, პირველი ის უნდა იდგეს და იძახდეს, გაუშვით ეს ადამიანი მესამე ქვეყანაში სამკურნალოდო, იმისთვის, რომ ეს თემა დასრულდეს, სააკაშვილიც სამშვიდობოდ იყოს და ამ ქვეყანაშიც ხვალინდელ დღეზე გადავიდეთ.
მოგწონთ-არ მოგწონთ, გიყვართ-გძულთ, დასრულება გსურთ თუ გულშემატკივრობა, უცნაურია, მაგრამ ყველა მათგანი უნდა გაერთიანდეს იმაში, რომ არა თუ სიკვდილი, არამედ მისი მძიმე მდგომარეობაც კი არავის არაფერს უცვლის დადებითად, მხოლოდ უარყოფითად.
ვისთვისაც ის ღირსია ციხის - განა ეს ყველაფერი, რაც მის თავს დატრიალდა, არაა საკმარისი თქვენი შურისძიებისთვის?
თუ ამ ყველაფერზე მაღლა დავდგებით, ოდნავ მაინც, განა რაიმე სარგებელს მოგვცემს სააკაშვილის ის მდგომარეობა, რასაც ვხედავთ?
მგონია, რომ ყველა უნდა ითხოვდეს მის გამგზავრებას, ისინიც კი, ვისაც ის სასტიკად სძულს, თუნდაც იმიტომ, რომ დასრულდეს ამ პრობლემებით გადატენილ ქვეყანაში ეს თემა და წინ გავიხედოთ.
სიძულვილის ურთიერთფქვევით სახელმწიფო არასდროს აშენებულა და არც ადამიანები გამხდარან უკეთესები.
ყველამ უნდა მოითხოვოს სააკაშვილის გადაყვანა სხვა ქვეყანაში, ვიღაცამ მისი მოფრთხილებისა და გულშემატკივრობის მიზნით, ვიღაცამ კი თუნდაც მისი "დასრულების" მიზნით.
არავის გვჭირდება ის მოცემულობა, რაც გვაქვს, არავინ ვგრძნობთ ამით თავს უკეთ."- წერს გამზარდია.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე