"რუსეთისგან ქოცნების კაპიტულანტური პოლიტიკა გვიცავს?"
ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთისგან ქოცნების კაპიტულანტური პოლიტიკა გვიცავს?- წერს სოციალურ ქსელში, "ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი დავით ქაცარავა.
ქაცარავა აღნიშნავს , რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
"ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთისგან ქოცნების კაპიტულანტური პოლიტიკა გვიცავს?
სინამდვილეში რომ არა უკრაინელების და მათ გვერდიგვერდ ჩვენი გმირების და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მებრძოლების თავგანწირული ბრძოლა, რომელიც სისხლისგან ცლის ბოროტების იმპერიას, ამარცხებს მას, რუსეთი უკვე შემოვიდოდა საქართველოში და სრულ ანექსიას მოახდენდა ჩვენი ქვეყნის.
უპირობო კაპიტულაციას კი ოცნება ეგრევე მოაწერდა ხელს.
ასე რომ, ომი გინდა კი არა და იიი, ოცნება გვიცავს ომისგან, მეორე ფრონტი არ იქნება აქ და მსგავსი ქოცბოდვა ,
არამედ
დიდება უკრაინას!
დიდება უკრაინაში მებრძოლ გმირებს!
ბრძოლას ალტერნატივა არ გააჩნია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
ძალა ერთობაშია!
უკრაინა იმარჯვებს ! "- წერს ქაცარავა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს