"გასაგებია, რატომ „უპრავებდნენ“ სააკაშვილს სხვა ყველა სისასტიკესთან ერთად ბიზნესზე ძალადობას"
დევიდ ლის საქმე არის ევროპული ბიუროკრატიის დეგრადირების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, აუცილებლად მიმაჩნია გამოძიების დაწყება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი წერს.
„წარმოგიდგენიათ, რას ყვება დევიდ ლი…?! ევროპარლამენტარი კუბილიუსი და ევროკავშირის ელჩი, ადამიანს საკუთარი აზრის გამოხატვის გამო, გარჩევებს უწყობდნენ და მასზე ზეწოლას ახდენდნენ! ეს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ დევიდ ლიმ დატოვა „ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ ხელმძღვანელის პოსტი.
გასაგებია, რატომ „უპრავებდნენ“ სააკაშვილს სხვა ყველა სისასტიკესთან ერთად ბიზნესზე ძალადობას იმიტომ, რომ თვითონაც ამ „ღირებულებების“ ხალხია.
დევიდ ლის, ჩამოსვლისთანავე მოუწია სააკაშვილის რეჟიმის პირობებში უმსხვილესი კომპანიის („მაგთი“) მართვა. საკუთარ თავზე გადაიტანა რეპრესიები, არ გაქცეულა, დღემდე საქართველოში ცხოვრობს და ევროპული ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს.
წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი მხოლოდ იმიტომ დასაჯეს, რომ სოციალური ქსელის საშუალებით საკუთარ აზრს გამოხატავდა. „კუდში“ და „სოდში“ კი არა, ევროკავშირის ოფისში დაიბარეს და სიტყვის თავისუფლების და დიადი ევროპული მიზნების სახელით „გაპრესეს“ და საკუთარი დაფუძნებული ორგანიზაციიდან წასვლა მოსთხოვეს. იმიტომ, რომ მათი გავლენის აგენტები სამართლიანად გააკრიტიკა და ამხილა! კაპიტანი გიგაურის კრიტიკა კი, ევროკავშირის ელჩმა და ევროპარლამენტარებმა სახეში გაწნილი სილასავით მიიღეს და სადამსჯელო ღონისძიებებიც გაატარეს!
დევიდ ლის საქმე არის ევროპული ბიუროკრატიის დეგრადირების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი! აღნიშნული ქმედებით, ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება და საერთაშორისო სამართლის ყველა ძირითადი პრინციპი ფეხქვეშ გათელეს, როცა სუვერენულ სახელმწიფოში, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ადამიანი, აზრის გამოხატვის გამო დასაჯეს!
სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება და აუცილებლად მიმაჩნია გამოძიების დაწყება!“,- აღნიშნავს ვატო შაქარიშვილი.
ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილმა, აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ლიმ განაცხადა, რომ აღნიშნული თანამდებობა ზეწოლის საფუძველზე დატოვა.
სიახლეები
- "ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!" - პაატა ზაქარეიშვილი
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი