"თუ ირანსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, თურქეთი ჯარის გატარებასა და საჰაერო სივრცის დათმობას მოგვთხოვს"
თუ ირანსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო (მიზეზები ამისთვის საკმარისზე მეტია, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), თურქეთი აუცილებლად მოგვთხოვს ჯარის გატარებას აზერბაიჯანის არმიის მხარდასაჭერად და საჰაერო სივრცის დათმობას (არ არის გამორიცხული, რომ ალიევის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ასეთი გარანტიების მიღება იყო), - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი წერს.
მისი თქმით, თუ თურქეთსა და აზერბაიჯანს დავეხმარეთ პრობლემა ირანთან, სომხეთთან და რუსეთთან ერთდროულად შეგვექმნება.
"ირანმა შეიძლება დრონები და რაკეტებიც კი დაუშინოს ჩვენს რკინიგზას და გზებს, როგორც მინიმუმ. თურქეთ-აზერბაიჯანისთვის უარის თქმის შემთხვევაში კი პრობლემა ამ ორ ზემოხსენებულ სტრატეგიულ პარტნიორთან, შესაძლოა ისრაელთან და იქნებ აშშ-სთანაც კი გაჩნდეს. თავისთავად რუსეთიც მოინდომებს სომხეთში დერეფნის გაჭრას, რომ ზანგეზურის დერეფანი დაიცვას. თან ამის ვალდებულებაც აქვს 2020 წლის (ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის) შეთანხმებით.
არ ვცდილობ რაღაცის მტკიცებას, მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ვშიშობ, რომ მხარის არჩევა მოგვიწევს, რადგან ბალანსირება ასეთ ვითარებაში აღარ იმუშავებს. ალბათ სჯობს ახლავე მოვითხოვოთ სამხედრო დახმარება თურქეთისგან და დასავლეთისგან და კარგად მოვემზადოთ არასასურველი სცენარისთვის,"- წერს კახა გოგოლაშვილი.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- "პუტინი თუ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად" - ზელენსკი
- "15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას" - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
- “მტრული აქტი“” - მიდის თუ არა “ოცნება” ვა ბანკზე?
- ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები დააჯილდოვეს