"გილოცავთ, მეგობრებო - მთავრობამ მორიგი დაპირება გახსნა! ლამაზი, ოპტიმისტური, "მოქნეული" დაპირება"
"ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება:
"გილოცავთ, მეგობრებო - დღეს მთავრობამ მორიგი დაპირება გახსნა! ლამაზი, ოპტიმისტური, "მოქნეული" დაპირება... მთლად "უფასო ფული", "100 ახალი ქარხანა" და "5 მილიონი ყველა სოფელს" ვერაა, მაგრამ, ნუ, 2022 წელია მაინც.
აი, ნახეთ:
"მთავრობა ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერის სქემას წარადგენს, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში, 1500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს";
ანუ წარადგენენ სქემას, რომელიც მხარს დაუჭერს პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს "ოცნების" მიერვე გაყრილ ან შეშინებულ ინვესტორებს, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში დაინტერესდნენ და ფულის მოტანა-ჩადებაზე დაიწყონ ფიქრი. რა ვიცი, მგონი კარგი დაპირებაა... მადლობა, ბატონო ირაკლი! მადლობა!
ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო მუშაობა? თქვენი საათების ამბავი ხომ არ გარკვეულა? ნუნუკასთვის ნაჩუქარი ტყის? ჯერ არა? მოგიკითხავთ ხოლმე,"- წერს ზაზა ბიბილაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერის სქემა წარადგინა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას. (ვრცლად იხილეთ ბმულზე)
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"