"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის გარდაცვალების გამო"
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სოციალურ ქსელში თერჯოლის მერის გარდაცვალებას ეხმაურება:
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და ყველას.
ის დააკლდება თითოეულ ჩვენგანს, გუნდს, თერჯოლას და რეგიონს.
ბატონი ლაშა, გამოირჩეოდა საქმის სიყვარულით, მაღალი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით. მისი ინიციატივით მუნიციპალიტეტს ბევრი წარმატებული პროექტი დარჩება.
ძალიან ვწუხვარ, რომ დავკარგეთ კარგი მეგობარი, ღირსეული და საუკეთესო ადამიანი!"- წერს ზვიად შალამბერიძე.
შეგახსენებთ, რომ თერჯოლის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევა თერჯოლის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ლაშა გოგიაშვილი მოტოციკლით გადაადგილდებოდა.
არსებული ინფორმაციით, მერის მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა.
ლაშა გოგიაშვილი ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"