"სოცქსელებს წიხლები არ აქვს, თორემ მასაც გამოიყენებდნენ"
ძალიან საშიშ სახეს იღებს ინტერნეტ ძალადობა, უფრო კონკრეტულად, სოციალური ქსელებით ძალადობა, სოცძალადობა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი წერს.
მისი თქმით, მოძალადეების მთავარი მოტივი განსხვავებული, უფრო სწორად, მათთვის მიუღებელი აზრია.
"ამ დროს მოძალადეთა დიდი ნაწილი დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, ლიბერალიზმზე, შემწყნარებლობაზე, თანასწორობაზე, ქართველობაზე, ქრისტეზე, ევროპაზე ლაპარაკობს.
სოცძალადობის გავრცელებული ფორმაა ვინმეს ამოჩემება და მისი ლანძღვა, ზოგჯერ უშვერადაც სტატუსშიც, კომენტარებშიც.
ვინმე რომელიმე პირზე მისაქსევ ტექსტს წერს და მერე ყველა მასზე ორკესტრირებულ შედგომას იწყებს. სოცქსელებს წიხლები არ აქვს, თორემ მასაც გამოიყენებდნენ.
ეს ზღვარგადასულობა და ამაზრზენი საქციელია.
ეს არც ღირსებას სძენს დამმუნათებელს, არც სწორი მოქცევაა.
პირიქით, ამით ხალისდება ძალადობა და ნორმად მკვიდრდება.
რას ეუბნებით თქვენს შვილებს ან მშობლებს ამ ლანძღვა-გინებით, ამაზე მაინც დაფიქრებულხართ?
რა შეიძლება დაემართოს სოცძალადობის მსხვერპლს, ან ამაზე თუ გიფიქრიათ?"- წერს გოგა ჩანადირი.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"