"გუშინ, პრემიერმა გადატეხა ორდღიანი უიმედობის და დაბნეულობის განცდა!" - ვატო შაქარიშვილი
„ტრიბუნასთან არ იდგა, მხოლოდ ქართული ოცნების ლიდერი, ტრიბუნასთან იდგა ეროვნული ლიდერი,“ - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრის გუშინდელი გამოსვლა პარლამენტში თბილისი საკრებულოს ყოფილმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა. შაქარიშვილი ამბობს, რომ გუშინდელი პრინციპული გამოსვლით, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებაში გაბატონებული უიმედობისა და დაბნეულობის განცდა გაფანტა და ადამიანების იმედად მოევლინა.
„ტრიბუნასთან იდგა ეროვნული ლიდერი, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა ქვეყანას და ხალხს! გუშინ, პრემიერმა გადატეხა ორდღიანი უიმედობის და დაბნეულობის განცდა!
საზოგადოება იყო ძიებაში იმ ადამიანის, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო და გეიმედებოდეს, რომ კრიზისულ სიტუაციაში მყარად დადგება და შიდა თუ გარე მტრებს ქვეყანას არ აარევინებს!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშს მოუსმინეს. მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპონენტებმა პრემიერს გამოსვლა არაერთხელ შეაწყვეტინეს. პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს პროცედურული რეგლამენტის დაცვისაკენ რამდენჯერმე უშედეგოდ მოუწოდა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"