"ის ხელისუფლება სახლში მიდის, რომელმაც ასეთი მარცხი განიცადა"
საქართველოს წინაშე არსებულ ევროპულ პერსპექტივაზე წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
ხიდაშელი ამბობს, რომ საქართველოს აქვს პერპექტივაც და იმ სქემაში დაბრუნების შანსიც, რომლიდანაც ამოვარდა.
„არაფერ შუაშია გეოგრაფია - თვალი გაახილეთ და პროპაგანდის მსხვერპლად ყოფნაში ნუ იპოვით სიმშვიდეს.
გეოგრაფიის პრობლემა თუ გვაქვს არც ევროპულ პერსპექტივას მოგვცემდა ვინმე.
დღეს ევრო კომისიამ თქვა რომ ვართ ევროპული სახელმწიფო და ვიქნებით ევროკავშირის წევრი - პერპექტივა უკვე გვაქვს, ხვალ შეიძლება დავბრუნდეთ სქემაში რომელიდაც ახლა ამოვვარდით და კანდიდატის სტატუსიც მივიღოთ თუკი იმას გავაკეთებთ რაც სინამდვილეში ჩვენს სახელმწიფოდ შედგომას ჰაერივით სჭირდება,“- წერს თინა ხიდაშელი და იმ ნაბიჯების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთა გადადგმაც მისი აზრით, ქვეყანას აუცილებლად სჭირდება.
"პოლიტიკური პოლარიზაციის, ანუ ამ ზიზღის დასასრული;
გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმა;
ანტიკორუფციული სამსახურების გაძლიერება და ეფექტურობა;
დე-ოლიგარქიზაცია;
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
მედია პლურალიზმის, თავისუფლების უზრუნველყოფა;
თანასწორობის უზრუნველყოფა და დამნაშავეების დასჯა;
სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის უზრუნველყოფა;ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიურად უზრუნველყოფა.
ამავე გადაწყვეტილებაში წერია, რომ პრინციპში ნორმალურად მიდიოდა საქმე მაგრამ ბოლო პერიოდში ქვეყნის პროგრესი სერიოზული საფრთხის წინაშე დადგაო.“- წერს ხიდაშელი და ინტერესდება, თუ ვინ შეძლებს ამ პრობლემების სრულფასოვნად მოგვარებას.
„მთავარი კითხვაა ეს ვინ უნდა გააკეთოს?
ღარიბაშვილის მთავრობა რომ არც მოსურნეა და არც უნარიანი სრულიად ერთმნიშვნელოვანია, დღეს მორიგ ჯერზე დაადასტურეს პირველივე განცხადებებით;
როგორ იქცევიან ასეთ დროს ევროპული დემოკრატიულები?
ის ხელისუფლება სახლში მიდის რომელმაც ასეთი მარცხი განიცადა;
არჩევნებამდე მოდის ტექნიკური / პროფესიული მთავრობა რომელიც უნარიანი რეფორმების დღის წესრიგი რეალობად აქციოს,"- წერს თინათინ ხიდაშელი.
ცნობისათვის, ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
სიახლეები
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"
- გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
- 17 მაისს ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- "პუტინი თუ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად" - ზელენსკი