"ევროპა ამ დღეებში საბოლოო პასუხს გვეტყვის. ჯერ კიდევ არის რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლის დრო"
უბრალოდ, ევროკავშირმა ცოტა დელიკატურად გვითხრა, რომ მეტი რეფორმა უნდა გავატაროთ, მეტი ხარისხი გვქონდეს დემოკრატიასა და სასამართლოში, მეტი კულტურა გვქონდეს ერთმანეთთან ურთიერთობაში, მეტად უნდა ითანამშრომლონ ჩვენმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, მეტად უნდა ვიმოქმედოთ ევროპასთან დასაახლოებლად, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი წერს.
მისივე თქმით, ევროკავშირმა ასევე, გვითხრა, რომ უნდა შევამციროთ პოლარიზება-დაპირისპირება, არ გამოვიყენოთ სიძულვილის ენა, არ ვიყოთ ინფანტილურები, ვიაზროვნოთ უფრო გლობალურად და უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვქონდეს სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან.
"გულწრფელი რომ ვიყო, იმედგაცრუებას ვგრძნობ, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ.
ევროპა ამ დღეებში საბოლოო პასუხს გვეტყვის. ჯერ კიდევ არის რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლის დრო,"- წერს გოგა ჩანადირი.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი