"სიბრიყვეა იმის მტკიცება, რომ ქუჩაში პოლიტიკოსებზე თავდასხმასთან ხელისუფლება არაფერ შუაშია!"
რესპუბლიკური პარტიის წევრებზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძნიშვილზე თავდასხმაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს პოლიტიკოსი თინათინ ხიდაშელი.
„სამარცხვინო სიბრიყვეა იმის მტკიცება, რომ ქუჩაში პოლიტიკოსებზე თავდასხმასთან ხელისუფლება არაფერ შუაშია! დაუსჯელობა, 5 ივლისის ხან პირდაპირ და ხან მოგუდულად გამართლებაა ამგვარი “გაბედულების” მთავარი მიზეზი.
ქვეყანა ზარალდება, ყოველი ასეთი საჯაროდ გამოხატული ქმედება და დაუსჯელობა რეგრესის მაჩვენებელია, თორემ დათოს და ხათუნას ამით არაფერი უშავდებათ. სულ არაფერი,“- წერს თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე ორი უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხათუნა სამნიძის შეფასებით, მას და დავით ბერძენიშვილს ორი პირი პოლიტიკურ ნიადაგზე დაესხა თავს.
შსს-მ საქმეზე 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს, ერთი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირი ირაკლი ხომასურიძეა.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი