"იყო თუ არა პუტინი სი ძინპინის პირადი პროექტი?"
საინტერესო საკითხია, იყო თუ არა პუტინი სი ძინპინის პირადი პროექტი, სის ჩინეთის "ყინულმჭრელი"? უკრაინის გამარჯვება ამთავრებს საბჭოთა კავშირის, როგორც ბოროტების იმპერიის ბოლო ნარჩენის, "ოლიგარქიულ რუსეთის" არსებობას, სრულდება რუსულ-საბჭოთა მეტასტაზები პოსტსაბჭოთა და არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე წერს.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა რომ რუსეთის სივრცის ტრანსფორმაციის, დემოკრატიზაციის, პროცესი საკმაოდ მტკივნეული იქნება, კგბ-ოლიგარქები-ს ტანდემის არ არსებობის პირობებში საკმაოდ სწრაფად განხორციელდება.
"ჯერ კიდე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, ჩრდილშია მოქცეული ჩინეთი, რამდენად იმოქმედებს რუსეთის მარცხი ჩინეთზე? არსებობს მოსაზრება, რომ სი ძინპინის "პუტინის პროექტი"-ს მარცხის გამო, ჩინეთში დასრულდება მესამე თაობის კომუნისტური ლიდერების მმართველობა და რეფორმატორები დიდ ცვლილებას გეგმავენ.
ფლაგმანების ფსკერისკენ გამგზავრება 2022 ტრენდად იქცა, ფლოტის ფლაგმანი მასკვა, რუსეთის პოლიტიკის ფლაგმანი "ყინულმჭრელი პუტინი"-ს კურსიც ფსკერისკენ ფაქტობრივად გადაწყვეტილია, დიდ პოლიტიკაში დიდი ცვლილებები გარდაუვალია,"- წერს სამხედრო ექსპერტი.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს