"უცხოური ლეგიონის ლამის ნახევარი ქართველები ვართ"
ძალიან მაგარი ამბავია, რომ უცხოური ლეგიონის ლამის ნახევარი ქართველები ვართ. მხნედ ვართ, მტკიცედ, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების“ ლიდერი, უკრაინაში მყოფი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ლეგიონის წევრები საბრძოლო დავალებას ელოდებიან.
„დეშეკა“ არ შემხვდა. მაინც „ვჩალიჩობ”. ძალიან მაგარი ამბავია, რომ უცხოური ლეგიონის ლამის ნახევარი ქართველები ვართ. მხნედ ვართ, მტკიცედ და ველოდებით საბრძოლო დავალებას. ამ ფოტოზე შუაში ედიშერ შუკვანია, აფხაზეთში ნაომარი მგელი. მე და ჯუღელს ისედაც ნაპერწკლები გვცვიოდა ასეთი მეომრების შემომატების მერე ლამის დასაბმელები ვართ სანამ რუსებს ვეძგერებით. სიკვდილი ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“ - წერს ელისაშვილი და სოციალურ ქსელში ფოტოებსაც აქვეყნებს.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"