"ასეთი სასტიკი ფორმით ხოცავენ ხალხს, ბავშვების ჩათვლით" -ნათია ფანჯიკიძე
მარიუპოლში ნახევარ მილიონ ადამიანს წყალი გადაუკეტეს, ქალაქი ალყაშია, საკვები ვერ შედის, გარდა დაბომბვისა, ასეთი სასტიკი ფორმით ხოცავენ ხალხს, ბავშვების ჩათვლით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს.
"ამის მომსწრე ვართ და ზოგიერთი ქართული კომპანია ბაზრის შენარჩუნებას ტირის რუსეთთან. სახარების თანახმად მხოლოდ ერთხელ ავლენს ქრისტე მრისხანებას და მხოლოდ ვაჭრებს ყრის ტაძრიდან. სულით ვაჭრებს, რა თქმა უნდა, ბიზნესმენობა ბოროტება არაა თავისთავად,"- წერს ნათია ფანჯიკიძე.
ცნობისთვის, რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შედეგად, მარიუპოლში 2 357 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია მარიუპოლის საქალაქო საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ეს დაახლოებითი რიცხვია. ასევე გაურკვეველია, საუბარია სამოქალაქო პირებზე, თუ მათ შორის არიან სამხედროები.
უკვე რამდენიმე დღეა, მარიუპოლი რუსეთის ძალების ალყაშია მოქცეული. ქალაქი ინტენსიურად იბომბება. მარიუპოლში დარჩენილი მოსახლეობა საკვების, წყლისა და მედიკამენტების უკმარისობას განიცდის.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს