"ყოველთვის მუქარა და ცინიზმი იქნება რუსეთის მხრიდან როგორც კი შენს არჩევანს მის გარეშე დააფიქსირებ!"
ნუთუ ვერ ხვდებით, რომ რუსეთს (პუტინს ამ შემთხვევაში) არ სჭირდები და სასაცილოდ არ ჰყოფნის დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოს არსებობა!? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა.
"საქართველოსთან მიმართებით არგაღიზიანების პოლიტიკა არაფერს ცვლის მის გეგმაში... ყოველთვის მუქარა და ცინიზმი იქნება რუსეთის მხრიდან როგორც კი შენს არჩევანს მის გარეშე დააფიქსირებ!
რა უნდა სინამდვილეში საქართველოს!?
სად მიგვიყვანს “არგაღიზიანების”პოლიტიკა!? საერთოდაც რა იგულისხმება არგაღიზიანებაში...
უკრაინელი ხალხი რატომ იბრძვის? გააღიზიანეს პუტინი, გაუბრაზდა და ბომბები დაუშინა??? არა ! არჩევანი არ მოუწონა და ბინძური ბრალდება წაუყენა ისე როგორც ჩვენთან აფხაზეთის დროს, სამაჩაბლოს დროს… იცავს, იცავს ჩაგრულებს და მათ გამო ხოცავს ყველას!
გვაჩვენებს ძლევამოსილებას... არ ინდობს არავის, ვინც მისი იმპერიალისტური რუსეთის გეგმის განხორციელებაში შეუშლის ხელს...
უკრაინელი ხალხი იბრძვის... მე მგონია ეს ნორმალურია... უმძიმესია, მაგრამ ადეკვატური როცა მტერი გესხმის თავს ..
ან … არის “არგაღიზიანების” პოლიტიკა და შეგუება რასაც გთავაზობენ... მორჩილება...
არჩევანი ჩვენზეა..."- წერს მაკა ჩიჩუა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს