"რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და ძალიან დიდ ფასს გადაიხდის"
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
"როდესაც ადამიანები იღუპებიან, საავადმყოფოები იბომბება, ქალაქებში ნგრევაა და მუდმივად ისმის ამა თუ იმ მნიშვნელოვანი ობიექტის დაცემა-აღების ამბავი რთულია ერთი თვით ან თუნდაც ერთი კვირით წინ გაიხედო, ჩვენ ყველას შედეგები გვინდა ახლა, ამ წუთს. მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი ვალია რაციონალური აზროვნების მოხმობა, მობილიზება და პირველი, მძაფრი ემოციის დათრგუნვა იმისათვის რომ დავინახოთ, რომ რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და ძალიან დიდ ფასს გადაიხდის.
დღეს, ეს რთულად ჩანს მაგრამ გარდაუვალია!
კრემლის ტირანია სწორედ კიევთან ომში დასამარდება!
ეს მათი დასასრულის დასაწყისია!"- წერს თინა ხიდაშელი.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს