"გადაალახინე დაცემის შიში შენს შიგნით პატარა, ბრაზიან ვოვას და ეს პირველი ნამდვილი გამარჯვება იქნება"
როცა შენი ავტორიტეტი ღრენაზე, ბღვერაზე და მუქარაზე დააფუძნე, უკან დახევა განსაკუთრებული გამბედაობაა, რადგან ამის იქით არაფრისთვის ჩაგიყრია საფუძველი და ერთბაშად ყველა დიდების ჩამოშლის შიშს გრძნობ საკუთარ თავთან, თორემ ირგვლივ ყველა ამოისუნთქებს, რომ შენ გაიმარჯვე შენს მუდმივად გაბრაზებულ თავზე, რომელსაც ღიად რომ არაფერი ავნო, ბრაზს სხვებისკენ მიმართავ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს.
"ხოდა თუ პუტინი შეძლებს და სრულად გააუქმებს საომარ ჭინთვებს, რაც რომ ასე სასაცილოა 21-ე საუკუნეში, მათგან, ვისაც პლანეტაზე ზესახელმწიფოდ უნდა იწოდებოდეს, პირველად გამოავლენს, რომ ჭკუაც იმაზე მეტი ჰქონია, ვიდრე მოუჩანს და ნამდვილი გამბედაობაც. აგრესორის მამოძრავებელი ფუნდამენტური გრძნობა ყოველთვის შიშია. რაღა დროს შენი სათამაშოების მტვრევაა, ამ ასაკში უკვე ლეგოებს უნდა აწყობდე და აღარ შლიდე. გადაალახინე დაცემის შიში შენს შიგნით პატარა, ბრაზიან ვოვას და შეიძლება ტაშის ხმა არ მოგესმას შენი დამქაშებისგან, მაგრამ რეალურად ეს პირველი ნამდვილი გამარჯვება იქნება. ასე ხდებიან შეშინებული ბავშვები დიდი ბიჭები.
ვის ველაპარაკები? ვოვა, არ მისმენ ხო?"- წერს ნათია ფანჯიკიძე.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს