"აშშ რუსეთს ემუქრება, მაგრამ სამხედროებს არ აგზავნის" - არჩილ გამზარდია
უკრაინის ლიდერები რუსეთის თავდასხმის პერსპექტივით ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებზე ლაპარაკობენ - ევროპელი ლიდერები რუსეთის თავდასხმის პერსპექტივაში უკრაინის უსაფრთხოებაზე მსჯელობენ უფრო მეტად, ვიდრე, ზოგადად, ევროპის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არჩილ გამზარდია წერს.
"რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებაზე ევროპელი ლიდერები უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე თავად უკრაინის ლიდერები.
აშშ რუსეთს ემუქრება, მაგრამ სამხედროებს არ აგზავნის, აშშ-ს მოქალაქეებს და დიპლომატებს კი უკრაინის დატოვებას ურჩევს.
აქცენტები რუსეთის შესაძლო ქცევებზე ერთიანია, მაგრამ ჩართულობაზე თუ რუსეთის ქცევის ინსპირირებაზე - განსხვავებული.
ზომაზე მეტი სხვაობა მოჩანს. ეს სხვაობები კი რუსეთს უფრო აძლევს სივრცეს, ვიდრე მის წინააღმდეგ,"- წერს არჩილ გამზარდია.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს