"ომი, სიკვდილი, გაჭირვება და ქვეყნის დაცლა რომ არ გვინდა, ზუსტად ამიტომ გვჭირდება ნატო და ევროკავშირი"
ომი, სიკვდილი, გაჭირვება და ქვეყნის დაცლა რომ არ გვინდა, ზუსტად ამიტომ გვჭირდება ნატო, ევროკავშირი და მეგობრები რომლებიც არ მიგვატოვებენ,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე წერს.
"ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია იმიტომ კი არ არიან გაბედულები რომ ნატოს წევრები არიან. გაბედულები და თანმიმდევრულები რომ იყვნენ იმიტომ არიან ნატოს და ევროკავშირის წევრები.
ჩვენი “საგარეო პოლიტიკა” არის ზუსტად ამის საპირისპირო, შეფუთული “აბა ომი გინდა?” სტილის სამარცხვინო და უწიგნური ნარატივით.
ასეა ეს ამბავი,"- წერს გიორგი ქადაგიძე.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"