"სამიტზე უთხრეს - ბატონო ედუარდ, ნატოს კარი საქართველოსთვის მუდამ ღიააო, - ღია კარში დიდხანს ნუ დაგვაყენებთ, ორპირი იცისო"
პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია, რომელიც ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალია, გარდაცვლილ პრეზიდენტს ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს.
შევარდნაძე 25 იანვარს 94 წლის გახდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით თათია შარანგია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ედუ ბაბუს სანი გავს პოლიტიკის მიმართ ინტერესით. მსოფლიო ამბებს მისგან ვიგებ. სხვა ბავშვები თუ მულტფილმებს ან ფილმებს უყურებენ, სანიკო ახალ ამბებს ან დოკუმენტურ ფილმს უყურებს, გარეგნულადაც მას გავს.
ბავშვობის ფოტოს ვერ განასხვავებთ. დიდი იმედი მაქვს, რომ მასავით ნიჭიერი და დიდი მასშტაბების ადამიანი იქნება.
ისტორია კი აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს. ერთ-ერთ სამიტზე უთხრეს - ბატონო ედუარდ, ნატოს კარი საქართველოსთვის მუდამ ღიააო,- ღია კარში დიდხანს ნუ დაგვაყენებთ, ორპირი იცისო. შევი 94", - წერს შარანგია.
სიახლეები
- "ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!" - პაატა ზაქარეიშვილი
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი