"ასე ადვილად უკრაინას ხელს ვერ წამოარტყამს პუტინი" - დათო ლიკლიკაძე
ასე ადვილად უკრაინას ხელს ვერ წამოარტყამს პუტინი. არც მაგის ტ**** აქვს და არც მაგის რესურსი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე წერს.
"უკვე დასამალი არ არის, რომ რუსეთის ეკონომიკა (თუკი ასეთი არსებობს) სულს ღაფავს. მილიონობით რუსეთის მოქალაქე განწირულია შიმშილისთვის. ეკონომიკურმა სანქციებმა, რომელიც თითქოსდა თამაშობა ეგონა ყველას (და მეც მათ შორის) შედეგი გამოიღო. გამომპალი აქვს ძირი ქვეყანას. რუსეთს რომ ეკონომიკა აქვს, მაგდენი ამერიკაში ერთ კომპანიას აქვს, მაგალითად "ეფლს". ეკონომიკის გარდა პუტინის მმართველობამ ძირი გამოუთხარა მის ქვეყანაში ყველაფერს-განათლებას, მედიცინას და სხვა დარგებს, რომლებიც თავის დროზე დედამიწის ათეულში იყვნენ და დღეს ან 130-ე ადგილზე არიან, ან ბოლოდან ათეულში. მოკლედ სამარცხვინო ხდება ამ კაცის მმართველობა და დღეს მას არცერთი თავმოყვარე ქვეყანა არ უდგას გვერდით. უკრაინის მხარეს კი არის ცივილიზებული სამყარო. ასე ადვილი არ არის მებრძოლი უკრაინის გატეხა. პუტინმა თავისივე ქვეყანაში ჩეჩნეთის ომს ორი წელი მოანდომა და დღემდე ვერ იდგამს წელს მისგან მიყენებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზარალით.
მოკლედ დიდება უკრაინას!
დიდება ჩვენს ქვეყანას და დიდება ცივილიზებულ მსოფლიოს, რომელიც იქ დგას სადაც უნდა იყოს დღეს!"- წერს დათო ლიკლიკაძე.
სიახლეები
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"
- გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
- 17 მაისს ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- "პუტინი თუ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად" - ზელენსკი