"მსგავსი პატივი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია ..." - ემოციური პოსტი ნიკო კვარაცხელიაზე
დღეს, სვეტიცხოვლის ეზოში ნიკო კვარაცხელიას სახელზე ზეთისხილის ხე დაირგო.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"დღეს, სვეტიცხოვლის ეზოში, ნიკოს სახელზე დაირგო ზეთისხილის ხე. ეს არის ემბლემატური ხე მართლმადიდებლური მრწამსის ადამიანთათვის. ის იმდენად სიცოცხლისუნარიანია, რომ საუკუნეებს უძლებს. ამდენად, საუკუნოდ იქნება ხსენება ჩვენი ნიკოსი...
მსგავსი პატივი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და უდიდესი დაფასებაა, რა თქმა უნდა. აღსანიშნავია თითოეული ადამიანის წვლილი ნიკოს სახელის უკვდავყოფაში. განსაკუთრებით, - იმ კეთილი და ბრძენი კაცისა, რომელმაც უშუალოდ გასცა კურთხევა. მართალია, ეს არ გაკეთებულა მადლობისთვის, მაგრამ ნიკო აუცილებლად ეტყოდა მადლობას მათ, რადგან ასეთი იყო მისი ბუნება, ასე აღზარდეს მშობლებმა...
საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ნიკო!..
სვეტიცხოველი
ქრისტეშობიდან 2021 წელი", - აღნიშნულია სოციალურ ქსელში "ფიდსი".
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე