"ქვეყანა სავსეა დასტრესილი, განადგურებული სახეებით... ფსიქიკა გერყევა, ბოლოს კი ხიდიდან ხტები... "
მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ადამიანი, რომელიც თვითმკვლელობამდე მივა, მის წინაშე ყველა დამნაშავეა...
სამარცხვინოა, პოლიტიკური ნიშნით, გემოვნებით და შეხედულებით საზოგადოების დაყოფა...
ქვეყანა სავსეა დასტრესილი, განადგურებული სახეებით... არავინ ზრუნავს შიმშილით სულგამძვრალ ოჯახებზე... ასეთი კი, ჩვენდა საუბედუროდ უამრავია...
ვინც მშიერი ვერ კვდება, იმას სიმართლის თქმას უკრძალავენ, აშანტაჟებენ...
დამშეულ შვილებს თვალებში ვერ ჩახედავ, ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა... საბოლოოდ ფსიქიკა გერყევა. ბოლოს კი ხიდიდან ხტები... მერე მორალსაც წაგიკითხავენ, წესის აგება არ შეიძლებაო...
ადამიანს თვითმკვლელობამდე რომ მიიყვან, მერე რამდენიც გინდა ილოცე... აქ დარჩენილებისთვის მეტია სალოცი, რადგან სხვებიც არ მივიყვანოთ ქარაფებამდე... იქამდე მისვლაა უმძიმესი, თორემ მერე რა აზრი აქვს ცხოვრებას...
ყველამ დაინახოს, დემოგრაფილი პრობლემის მოგვარება, მშობიარობით არ ხდება... მთავარი სიცოცხლის შენარჩუნებაა...
რატომ უნდა გავაჩინოთ შვილები, თუ მრავალშვილიან ოჯახებს სახელმწიფო ფეხებზე დაიკიდებს და მათხოვრად აქცევს...
ყველას ყველაფერი მოგვეკითხება!.."– წერს მამა პეტრე.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"