"სახელმწიფოსთვის ძალიან საშიშია ის ხალხი, რომელიც დღესაც გვიმტკიცებს, რომ 7 ნოემბერს, ძალადობის ყველა ტალღა მართალი და სწორი იყო"
“სახელმწიფოსთვის ძალიან საშიშია ის ხალხი, რომელიც დღესაც დარწმუნებით გვიმტკიცებს, რომ 7 ნოემბერს დილის 6 საათიდან მოყოლებული ძალადობის ყველა ტალღა მართალი და სწორი იყო” – წელს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
“რას ნიშნავს მახსოვს 7 ნოემბერი?
მხოლოდ ფიზიკურ ტკივილს რომელიც იმ დღეს განვიცადეთ? იმ ადამიანების სიძულვილს ვინც 7 ნოემბერი დააყენა?
თუ მეხსიერებიდან იმ იდეის ვერ გაქრობას, რომ მუდამ ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ვერასოდეს, ვერც ერთმა ხელისუფალმა, ვეღარ გაგვიბედოს 7 ნოემბერი?
უკომპრომისო ვიყოთ ძალაუფლებით გარყვნილთა მიმართ?
– სახელმწიფოსთვის ძალიან საშიშია ის ხალხი, რომელიც დღესაც დარწმუნებით გვიმტკიცებს, რომ 7 ნოემბერს დილის 6 საათიდან მოყოლებული ძალადობის ყველა ტალღა მართალი და სწორი იყო, რომ უფრო მაგრად უნდა ვეცემეთ და ტელე იმედიც კიდევ ადვილად გადარჩა, იმიტომ რომ თურმე რუსული ამბოხი იყო ქუჩაში, რომ ზონდერების მარში თბილისის ქუჩებში “ბადრის რა” ძახილით, სამშობლოს სიყვარულით ანთებული პატრიოტიზმის გამოვლინება იყო
იგივე ადამიანები, მეორე წუთს თუ 5 ივლისის გამო ცრემლებს დაღვრიან და სოლიდარობას მოითხოვენ, ბუნებრივია მოკავშირეებს ვერ გაიმრავლებენ;
– ზუსტად ასევე საშიში არიან ის ადამიანები მრავლისმეტყველი, ჭკუის დამრიგებლური გამოხედვით რომ გეტყვიან მართლა გჯერათ რაც გესმით 5 ივლისზეო? ან ნუ მკრეხელობთ და ნუ ადარებთ ამ ორ მოვლენასო და სხვა.
იცით რატომ არ გამოვიდა სახელმწიფო აქ და აქამდე?
სწორედ ამ “ღირსებისა” და “პატრიოტიზმის” საბურველში გახვეული ფარისევლობის გამო. სწორედ იმიტომ, რომ არც 7 ნოემბრის და არც 5 ივლისის დაზარალებულის თუ ჭირისუფლის უმრავლესობა არ გმობს ამ დღეებს ჰუმანიზმის, ადამიანის სიყვარულის, დემოკრატიის, თავისუფლების იდეის ხელისუფალთა მიერ დახრჩობის მცდელობის გამო.
უმრავლესობისთვის ეს მისი პირადი შურისძიებაა, პირადი ვენდეტა მათი აზრით ცუდი კაცების და ცუდი ქალების წინააღმდეგ და სხვა არაფერი.
სწორედ ამიტომ 7 ნოემბრის სახელით მოვაწყობთ 5 ივლისს, 5 ივლისის სახელით მორიგ 7 ნოემბერს და ამ ბოროტების, კაცთ მოძულეობის და სახელისუფლებო ძალადობის მანკიერი წრიდან კიდევ დიდ ხანს ვერ გამოვალთ.
სწორედ ამიტომ კიდევ დიდხანს შევაჯიბრებთ “ჩვენს” და “სხვის” მსხვერპლს ….
საბოლოო ჯამში კი ეს სახელმწიფო, საქართველო რომ ჰქვია, მუდამ მსხვერპლად შეწირული იქნება,” – წერს თინა ხიდაშელი.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"