"ბევრი ვიფიქრე, ემოციურად არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება"- ელენე ხოშტარია
ძალიან ვწუხვარ, რომ შიმშილობის გადაწყვეტილების მიღება მომიწია, ვიცი რამდენი ადამიანი შევაწუხე ამით და ვიცი, ზოგადად, რა ცუდ ფონს ქმნის ეს ყველაფერი, - ამის შესახებ "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
"ბევრი ვიფიქრე, ემოციურად არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, ავწონე რისკები, რაც ქვეყანას უდგას და ავწონე ბრძოლის გზები.
მართლა არ მინდა, თუნდაც "ოცნებამ" კედელთან მიმწყვდევის გადაწყვეტილებად მიიღოს ეს. არ მაინტერესებს მაგათთან შეჯიბრი ამ მომენტში. იქნებ "დააკლიკოს" და მიხვდენ, რომ სიცოცხლესთან თამაში ძალიან საშიშია ყველასთვის. მათ კარგად იციან, რომ არ ვხუმრობ, სუსმა მაინც ხომ იცის..
ყველასი მესმის, ვინც მთხოვს, რომ არ ვიშიმშილო, ოღონდ წინასწარ გეუბნებით, გამორიცხულია სიტყვის გადათქმა.
დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის,
ყველაფერი კარგად იქნება,"- წერს ელენე ხოშტარია.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს