"მინდა არასასიამოვნო სიმართლე გითხრათ - რეალურად თქვენ ხართ ცოტა"
ორი სიტყვა ქართული ოცნების მომხრეებზე, რომლებიც იქადნებიან, რომ გამოვლენ და დაანახებენ თავის სიმრავლეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.
"მე მინდა არასასიამოვნო სიმართლე გითხრათ - რეალურად თქვენ ხართ ცოტა. მიშას მოწინააღმდეგეებს, რომლის ხარჯზე და იმედზეც ბაქი-ბუქობთ, თქვენც აღარ მოსწონხართ.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ისევ მიშასადმი მათ სიძულვილზე ააგოთ ყველაფერი და ცხვრებივით მორეკოთ ეს ხალხი, მაგრამ არის ერთი პრობლემა:
როგორც წესი, ნებისმიერი აქციას სულს ბერავს არა მხოლოდ წარსულის უარყოფა, არამედ მომავლის რწმენა.
რა ვუყოთ იმას, რომ ეს რწმენა თქვენში აღარ არსებობს?
იმდენად არ არსებობს, რომ ბიძინას ვოტსაპის შიშით, სიგნალი გაქვთ ჩართული…"- წერს გია ხუხაშვილი.
სიახლეები
- "ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!" - პაატა ზაქარეიშვილი
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი