"რატომ არ ხდება ავარიული სახლების შემოწმება, ბედის ანაბარად როგორ შეიძლება ვცხოვრობდეთ მუდმივად"
რატომ არ ხდება ავარიული სახლების შემოწმება, ბედის ანაბარად როგორ შეიძლება ვცხოვრობდეთ მუდმივად, იმ საქმეში მაინც, რის გათვლა, დათვლა, გათვალისწინება და პრევენცია 100%-ით არის შესაძლებელი? - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ბათუმში მომხდარ ფაქტს.
"ადამიანის ხელი საკმარისია ასეთი რამისთვის. ჩამონგრეულმა სახლმა ბათუმში ხალხი მოიყოლა. მაშველების იმედიღა მაქვს, იქნებ მსხვერპლი არ იყოს.
პ.ს. პირველ სართულს მაცხოვრებელი არემონტებდა და საყრდენი კედელი მოხსნაო... ღმერთო ორი გრამით მეტი ტვინი და სულ ცოტა პასუხისმგებლობის გრძნობა რა გახდა, დაგებერტყა ადამიანებისთვის?"- წერს ნათია ფანჯიკიძე.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოინგრა.
ნანგრევებიდან მაშველებმა ორი ბავშვი გამოიყვანეს. ერთი მათგანი ახალშობილია, ერთი კი წლის და სამი თვისაა. ორივე ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში, მოქალაქეები არიან მოყოლილნი.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"