,,მთავრობას და ბანკ ”ქართუს” ხალხი შეცდომაში შეჰყავთ'' - რომან გოცირიძე
,,ნაიონალური მოძრაობის'' წევრი - რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
,,ამომრჩეველთა მოსყიდვის მასობრივი აქცია, რომელსაც წვრილი სესხების ” განულებას” ეძახიან, ძირითადად შეეხო უკვე ჩამოწერილ უიმედო სესხებს. ბანკების მიერ ”ქართუსათვის” გადაცემულ ბაზაში მოხვდა ყველა ის სესხი, რომელიც ოდესმე ვინმეს აუღია, არ დაუბრუნებია, არც დააბრუნებს და ვერც დააბრუნებინებენ. ეს სიის გასაბერად და აქციის მასშტაბურობის საჩვენებლად ხდება. როგორც ვამბობდით, ქართუ ამაში გადაიხდის კაპიკებს. რაც შეეხება მთავარ დაპირებას, რომ ისინი წლის ბოლოდან უკვე არ გამოჩნდებიან ე. წ. ”შავ სიაში”, არის ტყუილი. გამოჩნდებიან, მანამ სანამ ხანდაზმულობის ვადა არ გაივლის. გამოჩნდება, რომ ამჟამად ვალი არა აქვთ, მაგრამ მანამდე ჰქონდათ. ისტორია არ ქრება და ნუ შეჰყავს მთავრობას და ”ქართუს” ხალხი შეცდომაში. ისე, მთავრობა რა შუაშია?''-წერს რომან გოცირიძე.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო