რაც მეტი ადამიანი გადაიტანს ინფექციას, მით მალე შევალთ მშვიდ ფაზაში - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის შესახებ წერს. მან ზაფხულის ხალხმრავალ შეკრებებს შეფასება გაუკეთა და თქვა, რომ ყველაფერში შეგვიძლია დავინახოთ დადებითი მომენტი. ქორწილებსა და ქელეხებში ინფიცირების შემთხვევებმა შესაძლოა პანდემიის მშვიდ ფაზასთან უფრო დაგვაახლოოს.
"ბევრი ადამიანი მწერს პირად შეტყობინებას „ბატონი ბიძინა გამოხატეთ თქვენი აზრი რეები ხდება ქვეყანაში ამ გაგანია პანდემიის დროსო?!“
ვისაც გადაწყვეტილი აქვს კონცერტი, ქორწილი, გიტარა და ცხელი ტაში არ ინერვიულოთ, აქაც არის „დადებითი“ მომენტი. როდის დასრულდება ეხლა პანდემია პირბადით და დისტანციით, რაც მეტი ადამიანი გადაიტანს ინფექციას მალე შევალთ მშვიდ ფაზაში.
ვისაც არ გინდათ გახდეთ ამ სტატისტიკის ნაწილი აიცერით!
ესაა ჩემი კომენტარი!", - დაწერა ბიძინა კულუმბეგოვმა Facebook-ზე.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი