პარლამენტში მოსტვენართა, მომკივანთა ეპოქა უნდა დასრულდეს - თამარ ივერი
ქართველი სოპრანო თამარ ივერი გუშინ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მისი თქმით, პარლამენტში მოსახლეობა სოლიდურ სახეებს უნდა ხედავდეს.
„არ ვიცი ეს ქალბატონი ვინ არის, რომელ პარტიას ეკუთვნის, მაგრამ რა მოთხოვნებიც არ უნდა ჰქონდეს….ის არის ნათელი მაგალითი იმისა….
როგორიც, უპირველესად :
არ უნდა იყოს ქართველი ქალი!
შემდგომ,
როგორიც:
არ უნდა იყოს ქართველი პოლიტიკოსი ქალი!
და სულ რომ ათას პროცენტიან სიმართლეს ჰღაღადებდეს… როგორი ტიპაჟიც :
არ უნდა მიუშვა სახელმწიფოს სადავეებთან და არ უნდა მისცე ძალაუფლება!
რამდენად მტკივნეული თემაც არ უნდა აწუხებდეთ და რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდენ:
პარლამენტის მაგიდაზე ფეხებით მდგომთა, საღებავების მიმომსხმელთა, მოსტვენართა, მომკივანთა, პროვოკაციული ფლეშმობების მომწყობ პოლიტიკოსთა ამ ქვეყანაში ეპოქა უნდა დასრულდეს!
მეამბოხე, მოჯანყე, რევოლუციური ნატურები… გინდ ქალი-გინდ კაცი… ქვეყანას არ უნდა მართავდნენ!
დროა სოლიდურ სახეებს ხედავდეს ხალხი მის მიერ არჩეულ პარლამენტში!
მსგავს აქციებზე თავად ევროპის და ამერიკის პოლიტიკურ სპექტრს ერევა გული!
ეს არ არის ევროსტანდარტი!
ნებისმიერ სადაო თემას, განხილვაც და მწვავე დავაც ღირსეულ დონეზე სჭირდება!
პარლამენტი ქვეყნის სახეა!
პ.ს. და ბოლოს…. არც ნაცი ვარ არც ქოცი. ცივი გონებით გვერდიდან ვუყურებ მოვლენებს.
უბრალოდ…უკვე ტიტანიკივით ვიძირებით ამდენ დაპირისპირებებში და მტკივა ეს ყოველივე. ვხედავ რომ მავანნი ბნელ გვირაბში კიდევ ხელს აფარებენ ქვეყნის გზის გასაკვლევ ფანარს“, – წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა