"მასპინძლების იერიში სრულიად გამანადგურებელია - ჯერ ღომის და ყველის ნაღმებზე ფეთქდები"
მწერალი ფიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ბოლო წლებია, საქართველოში ყველაზე მეტი სოფელი სამეგრელოში მოვამარაგეთ წიგნებით, რაც ამავდროულად ნიშნავს - სიმსუქნისკენ მიდრეკილება რომ მქონოდა, აქ ვერცერთ სურათში ჩავეტეოდი. მასპინძლების იერიში სრულიად გამანადგურებელია - ჯერ ღომის და ყველის ნაღმებზე ფეთქდები, მერე ელარჯის ტანკი გადაგივლის და გებჟალიას ზარბაზანს მიუშვერს შენს თავს, თვითმფრინავებიდან საცივის თხევად ბომბებს გიშენენ, ხარჩოს ლაზო გახრჩობს და ხაჭაპურის სამართებელი გსერავს, კუჭმაჭის მავთულხართები გაქცევის ფიქრს გიხშობს, ჭინჭრის მხლის ფეხოსანი არმია ყველგან მოგაგნებს და საკონტროლოს დაგახლის. და შენ, დანებებული, მაგრამ გულწრფელი, აწევ ღომის ღომზე თეთრ დროშას - დიდება მეგრულ სუფრას და მეგრელებს!" - წერს გიორგი კეკელიძე.
სიახლეები
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
- 13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო