დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი - რას წერს ინგა გრიგოლია
ბოიკოტს გიცხადებთ და კომენტარებს აღარ მოგცემთო "ოცნებამ". ასე თუ შევაშინებდით ჟურნალისტები, ნამდვილად არ მეგონა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "პირველის" ყოფილი გენერალური დირექტორი და "რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლია წერს.
"უყურეს ერთი დღე, კანცელარიაში როგორ მიადგათ მედია, ლექსოს სურათებით და პროტესტით...
მეორე დღეს- როგორ მიადგნენ იუსტიციის მინისტრს, მერე-პრემიერს, როდის გადადგებითო, დღეს უკვე ბათუმში, საკრებულოს წევრებს როგორ მიადგნენ პროტესტით და ლექსოს სურათებით ...
ხომ ვერ იტყოდნენ, გვეშინია ამათიო და ბოიკოტს გიცხადებთო. აბა, წინასაარჩევნოდ ვის უნდა ახლა მედიის მწვავე კითხვები და მარტო იმათ გავცემთ პასუხს, ვისგანაც საფრთხე არ მოდისო, იფიქრეს. მართლა შეუშინებია მედიას ესენი. დღეს საბოლოოდ დავწმუნდი)).
ხოდა, ეგეთები გვინახავს? ესეც გაივლის! მედიას კი ვერავინ მოერევა !" - აღნიშნავს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"