"მათ გარეშე ამ მძიმე პერიოდს ვერ გავუმკლავდებოდი" - ირინა სარიშვილი
ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც სარიშვილი წერს, მის შვილებს გაურკვეველი ვირუსი შეხვდათ, რის გამოც ბოლო ორი თვე ძალიან ინერვიულა.
სარიშვილი მეგობრებს და გულშემატკივრებს დახმარებისთვის მადლობას უხდის.
"წინა თვე და იმის წინაც ძალიან მანერვიულეს პატარებმა – რაღაც გაუგებარი ვირუსი... განსაკუთრებით სანდრომ შეგვაშინა. სანდრო ხომ თორმეტგოჯა ნაწლავის გარეშეა დაბადებული (დაბადებიდან რამოდენიმე საათში მას ოპერაცია გაუკეთდა), და ამიტომ ნებისმიერი ვირუსი, განსაკუთრებით თუ ეს ნაწლავებს ეხება, მისთვის ძალიან მწვავდება. ვერ ვიტყვი რომ ეხლა საბოლოოდ გამოვჯანმრთელდით, მაგრამ ბოლო დღეებში რაღაც წინსვლა არის და დიდი იმედი მაქვს რომ 4 ივლისს ჩვენი სანდრო ღირსეულად აღნიშნავს თავის დაბადების დღეს და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩემს მეგობრებს, მათ შორის უცნობ მეგობრებსაც, რომელთა გარეშეც მე ამ მძიმე პერიოდს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ვერ გავუმკლავდებოდი. დიდი მადლობა ყველას", - წერს სარიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე