ჟვანიას ცესკო პიჯაკივით ჰქონდა მორგებული - ხაბეიშვილი
ამ ადამიანს ყოველთვიურად ბიუჯეტიდან დაახლოებით 12 000 ლარიდან 15 000 ლარამდე ვუხდიდით. რაც დეკლარაციაში წერია, ოცნების პირობებში ამ ადამიანმა ნახევარი მილიონის ქონება დააგროვა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თამარ ჟვანიას მივლინებებში 71 000 ლარის აქვს დახარჯული.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ ჟვანიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.
"71 000 ლარი ჟვანიას დახარჯული აქვს მივლინებაში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იამაიკა, ინდოეთი, შრილანკა... გასაგებია, რომ ეგზოტიკური ქვეყნები უყვარს ალბათ ქალბატონს და დასასვენებლად დადიოდა ბიუჯეტის ხარჯზე. 15 000 ლარი ხელფასი გადავუხადეთ და მერე კიდევ იამაიკაზე, მექსიკაში და შრილანკაზე იარა, დაისვენა, მერე 93 000 ლარი ავტომობილში გადაიხადა... ბიუჯეტი და ცესკო თავიდან ბოლომდე პიჯაკივით ჰქონდა მორგებული ქალბატონ თამარს. მისთვის საჩუქარია გადადგომა. ქალბატონ თამარი თუ გადადგა და მორჩა, ამით ის იქნება კმაყოფილი. ამ ქალის წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე", - განაცხადა ხაბეიშვილმა "ფორმულას" ეთერში.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა