ახლა მთავრობას ვაქებთ, შემოდგომაზე კი კრიტიკას დავუწყებთ - რომან გოცირიძე
ღია სივრცეში პირბადის გამოყენების გაუქმებამ ფრიად საზეიმო განწყობილება შექმნა ქვეყანაში, არა და ვაქცინირებულ ევროპაში, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს, ხალხმრავალ ადგილებში მაინც სავალდებულო გახადეს მისი ტარება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე წერს.
"მალე რუსეთთან სახმელეთო საზღვარიც გაიხსნება
(რუსებს აქვთ ჩაკეტილი, ჩვენ კი არა) და ინდური შტამით (რომელსაც ვაქცინა, როგორც ჩანს, ცუდად ერევა ან სულაც ვერ ერევა) დატვირთული ტურისტებიც შემოგვესევიან. ფული სჯობსო სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ვიტყვით ჩეულებისამებრ. რამდენი ასეული მილიონი ფული ჯდება ინფიცირებულების მკურნალობა, ეს სესხებით შეკერილი ბიუჯეტის ნახვრეტებიდანაც კარგად ჩანს.
ფულს სხვანაირი დათვლა უნდა.
ახლა მთავრობას ვაქებთ, რომ ასე თვითდდინებაზე მიუშვა პროცესი, შემოდგომაზე კი დავუწყებთ კრიტიკას ( ვნახეთ ეს შარშან).
თანმიმდევრულები მაინც ვიყოთ,"- წერს რომან გოცირიძე.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე