"არასდროს არ დამავიწყდება კაცი, რომელმაც საკუთარი თავი ხელახლა შექმნა"
"რუსთავი 2"–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ნიკა რურუას გარდაცვალებას ეხმაურება:
"ნიკა რურუა წავიდა. ჩემი ოპტიმისტი და იდეალისტი მეგობარი. განსაკუთრებით რომ დავკარგავდი ცხოვრების რწმენას, ერთ-ერთი იყო, ვინც მიბრუნებდა, მისთვის დამახასიათებელი აუღელვებელი და რაციონალური რჩევებით.
არასდროს არ დამავიწყდება კაცი, რომელმაც საკუთარი თავი ხელახლა შექმნა. არ დამავიწყდება მისი სათვალის ქვეშიდან მომზირალი ღიმილიანი თვალები და გამამხნევებელი “Hey Man!”
ძალიან მიყვარხარ, ნიკა, სადაც არ უნდა იყო ახლა. RIP" – წერს ნიკა გვარამია
ტეგები:
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"