ახლახანს მომაწოდეს სკანდალური ინფორმაცია - ელისო კილაძე
გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამაზონიდან "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წიგნის გამოწერას აპირებს.
"უიმეე -ახლახანს მომაწოდეს სკანდალური ინფორმაცია !!!
ირაკლი კობახიძე (გავრილოვის) წიგნი ამაზონზე იყიდება და 40 ევრო ღირს!!!
არ ვღადაობ-ფაქტი იხ.პირველ კომენტარში" - წერს კილაძე და წიგნის გარეკანის ფოტოს კომენტარებში აქვეყნებს.
კილაძეს კომენტარებში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა უპასუხა.
"ერთადერთი მყიდველი იქნებით" - წერს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის განხილვისას ოპოზიციონერ კოლეგას, აკაკი მინაშვილს ურჩია, ხშირად იკითხოს ირაკლი კობახიძის წიგნები, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სამართალში.
"თქვენი ერთ-ერთი პოლიტიკის განმსაზღვრელი ადამიანი, ირაკლი კობახიძე 2008 წელს თავის ავტორობით შექმნილ წიგნში წერდა, რომ დაუშვებელია პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვას დაფინანსებაზე მის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზით, ანუ როდის იყავით გულწრფელები, ახლა თუ მაშინ?", — იკითხა აკაკი მინაშვილმა.
ანრი ოხანაშვილმა კი უპასუხა:
"კარგია ბატონო აკაკი, გააგრძელეთ ბატონი ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა, ბევრ რამეს ისწავლით. კარგია, რომ მუშაობთ ამაზე. აქაც, ბატონმა ირაკლი კობახიძემ, როცა გითხრათ, რომ პარლამენტში ყველა შემოვიდოდა და შეგისრულათ ეს და შემოხვედით, ასევე ახლა, მისივე ციტატით შეისრულეთ თქვენთვის, როდესაც ბოიკოტის გამო დაფინანსება [...] მისივე ციტატით, სადაც ბატონი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბოიკოტის გამო დაფინანსება არ უნდა შეუწყდესო, ზუსტად იმას ვამბობთ, რომ ბოიკოტის გამო არავის არაფერი არ შეუწყდება", — განაცხადა ოხანაშვილმა.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"