სოფელი ბადებს ოცნებას, წასვლისა და გამარჯვების სურვილს - გიორგი კეკელიძე
მწერალი გიორი კეკელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"სოფელი ბადებს ოცნებას. წასვლის და გამარჯვების სურვილს. როცა იქ ცხოვრობ, ხშირად დამარცხებულად დაბადებული გგონია თავი. ვალინკის გადანაჭერი იცით? ეს არის კალოშად ქცეული ვალინკა (მახსოვს ქართული შესატყვისებიც, უბრალოდ აქ და ახლა, რატომღაც არ უხდება). ეს გადანაჭერი ტალახმიცხებულია. არასდროს რეცხავენ. ჩაიცვამ და გახვალ შარაზე, წუხელმანქანაგავლილ შარაზე. ნაბორბრალში ჩამდგარი გუბე რომ ცას ირეკლავს - ეგ არის სოფელი. ადამიანისთვის ყველაზე რთული სიმშვიდის გაძლებაა, საკუთარ თავთან დარჩენის გაძლება. სოფელი გვიყვარს შორიდან და შორიდანვე ვაქებთ. ზაფხულის არდადეგებზე ორი კვირით ჩასვლა სოფელთან ვერ მიგიყვანთ. იშვიათია სოფლით ბედნიერი ადამიანი. სიმშვიდის გამძლები ადამიანი. ასეთი ადამიანი სახეზე იცნობა, ოღონდ მოყოლა ვერ გაწვდება მათ სახეს - უნდა ნახო.
ჩემი მცდელობაც ეგ არის. უკანასკნელ კვირაში ცხრა სოფელში ვიყავი. ვიღლები, მაგრამ არჩევანი ჩემია - ვერავის დავაყვედრებ. თუ რამე მსიამოვნებს ამ სასტიკ და გაუგებარ სამყაროში, მათზე დაკვირვება და მათთან საუბარი. საუბარი რა, უფრო მოსმენა. და ვარჯიში მარტოობაში, რადგან ზუსტად ვიცი, ოდესმე მეც მათი სამყაროს უმნიშვნელო ნაწილი გავხდები.
#სოფლებიდაადამინები
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze" - წერს ის.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე