"ჩაკეტეთ ქვეყანა მინიმუმ 40 დღით, სანამ კიდევ გვაქვს დრო!"
ონკოლოგი გიგა ქადაგიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
ექიმი ინდური შტამის გავრცელებას ეხმაურება და ქვეყნის ჩაკეტვას ითხოვს.
"ჩაკეტეთ ქვეყანა მინიმუმ 40 დღით, სანამ კიდევ გვაქვს დრო!!!
ჩინეთის მაგალითმა გვაჩვენა, რომ ვირუსის წინააღმდეგ ერთადერთი წამალი არის კარანტინი.
ინდური შტამი არის მკვლელი შტამი, ის უბრალოდ კლავს ( და ძალიან გთხოვთ ნუ დამიწყებთ ეხლა იმას,რომ პანიკას ვთესავ, მთელს მსოფლიოში არის პანიკა იმიტომ რომ გამოსავალს ვერ პოულობენ). არცერთი ვაქცინა არ არის ეფექტური ამ შტამის მიმართ.
ათასობით ინდოელი სტუდენტი შემოდის ქვეყანაში პირდაპირ ინდოეთიდან ან სხვა ქვეყნის გავლით.( ხაზს ვუსვამ არ ვარ იმის წინააღმდეგი, რომ ვინმე შემოვიდეს ქვეყანაში) თუ შემოიპარა ეს ვერაგი შტამი საქართველოში ერთ კვირაში დაინფიცირდება მთელი ქვეყანა და როგორ ფიქრობთ არის საავადმყოფოებში მთელი ქვეყნისთვის ადგილი?!!!უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და რამენაირად გადავიტანოდ ეს ურთულესი პერიოდი.ეს ვარაგი შტამი შეეხება ყველას რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს.
იმედი მაქვს სწორად შეაფასებთ დღევანდელ მოცემულობას!!!! ჯანმრთელობას გისურვებთ.
ინდოეთში კატასტროფა ხდება - მსოფლიო რეკორდი მოიხსნა, ოფიციალური მონაცემებით 350.000 ადამიანი ავადდება დღეში, უკვე მეოთხე დღეა. კრემატორიუმში გვამების დაწვას ვერ აუდიან, საავადმყოფოებში ადგილები არ არის, ჟანგბადის საშინელი დეფიციტია. ამ ფონზე ინდოელი ექიმები ამბობენ, რომ მომავალი ორი კვირა კიდევ უფრო დრამატული იქნება. შტამი, რომელიც ინდოეთში გაჩნდა b1.617 არის ბევრად უფრო საშიში, ვიდრე კორონავირუსის პირველი ვარიანტი - ინდოეთმა პირველი ტალღა მეტ-ნაკლებად კარგად მოიგერია. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ბრაზილიაშიც - ბრაზილიული შტამი ახალგაზრდებს ირჩევს სამიზნედ.", - წერს გიგა ქადაგიშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"