,,კოვიდუსაფრთხო ჩახუტება უნდა გასწავლოთ" - ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.
,,რა მაგის პასუხია და კოვიდუსაფრთხო ჩახუტება უნდა გასწავლოთ, დიდი წარმატებით ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩახუტების ამ ფორმას ჩაჟირაფება ეწოდება, - კისრებს გადააკვარახჭინებთ ისე, რომ ლოყები, ტუჩები, კოცნები, ცხვირის თხუპუნი და პირის წკლაპუნი ჩაჟირაფებულის მხარსუკან იქნება გატანილი. სამაგიეროდ, ერთმანეთის არტერიების სითბოს იგრძნობთ და გაბედნიერდებით.
გულებიც ერთმანეთთან ახლოს გექნებათ და აივსებით ჩახუტების სიხარულით. ჩაჟირაფებისას ერთადერთი საფრთხე არსებობს, კისრები თუ ზომებში ვერ დაემთხვა, შეიძლება თავი გაგეჭედოთ ვინმეს ნიკაპქვეშ და ეგრე დარჩეთ, სიამის ტყუპებივით. სანამ დამხმარე მოგისწრებთ, თქვენით თუ ეცდებით, მთავარია, განცალკევებისას კრიჭა კარგად შეკრათ, რომ ყბა არ ამოიგდოთ", - წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი