"ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება"- აშშ-ში წასული მოსამართლე
უვადოდ არჩეული მოსამართლე მაია სვიანაძე, რომელმაც შვებულება აიღო და შემდეგ საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, აცხადებს, რომ სასამართლოდან მისი წასვლა კონკრეტულ საქმესთან ან პოლიტიკურ ზეწოლასთან არაა დაკავშირებული.
"მინდა გავაკეთო განცხადება ჩემი გადადგომის შესახებ, რადგან ეს გახდა საზოგადოების მანიპულირების საგანი.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავ, რომ სასამართლო სისტემიდან წასვლა არ არის კონკრეტულ საქმესთან ან პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებული. მე მყავს ერთადერთი შვილი და ორი შვილიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწორედ ეს გახდა გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მიზეზი. რა თქმა უნდა, ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის ოჯახი ბევრად მნიშვნელოვანია ვიდერე ნებისმიერი თანამდებობა.
რამდენიმე წელია მაქვს მუდმივი ბინადრობის სტატუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბოლო წლების განმავლობაში ვგეგმავდი დროებით საცხოვრებლათ გადასვლას ოჯახთან, რის შესახებაც ცნობილი იყო ჩემი კოლეგების უმრავლესობისათვის. მიუხედავათ იმისა, რომ გავაკეთე ოფიციალური განცხადება წასვლის მიზეზთან დაკავშირებით სამწუხაროდ, მაინც მოხდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არასწორი ინფორმაციის გავრცელება.
ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობასში პატივი მქონდა ღირსეულად მემსახურა საქართველოს მოქალაქეებისთვის თბილისის საქალაქო და სხვა რაიონულ სასამართლოებში. ამ პერიოდში მომეცა საშუალება შევხვედროდი ძალიან ბევრ გონიერ მოსამართლეს, ადვოკატსა თუ სასამართლოს თანამშრომელს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის ადმინისტრირებაში და იბრძვიან თავისუფალი, თანასწორი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემისათვის. მე ვარ უაღრესად მადლიერი რადგან მქონდა ასეთი განსაკუთრებული პრივილეგია და საშუალება მომეცა ჩემი წვლილი შემეტანა ქართული სასამართლოს განვითარებაში.
მადლობა კიდევ ერთხელ ყველას და გისურვებთ წარმატებებს! - წერს მაია სვიანაძე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი