მე გეტყვით, ეკონომიკა რამ ჩამოანგრია - სერგი კაპანაძე
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"პოზნერის წინააღმდეგ პროტესტი ეკონომიკას ჩამოანგრევსო, ვიღაცეები რომ წერენ ჭკვიანური სახით.
მე გეტყვით, ეკონომიკა რამ ჩამოანგრია:
- სახელმწიფო ვალმა, რომელიც 60%-ს ასცდა და რომელიც ყველაზე მაღალია, რაც საქართველოს ისტორიაში ყოფილა.
- 2014 წელს 1.8 მილიარდიანი უცხოური ინვესტიცია 2020-ში 600 მილიონზე რომ ჩამოენარცხა.
- ენერგეტიკის სფეროში 2013 წელს 246 მილიონიანი ინვესტიცია 2020-ში 5 მილიონზე რომ ჩამოეთხლიშა.
- გადასახადები რომ გაიზარდა შემცირების ნაცვლად და აქციზის გადასახადმა ფასები რომ გააძვირა;
- 2012 წლის 2.7%-იანი ინფლაცია 6.6%-ზე რომ ავარდა;
- ვალუტის კურსი 1.65 დან (2012 წლის ოქტომბერი) 3.4-მდე რომ აფრინდა და გაუჩერებლად განაგრძობს აღმასვლას.
- ბიუჯეტის დეფიციტი წარმოუდგენელ 8.5%-ზე რომ გაქვთ საპროგნოზო და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რომ არის და თან რომ გვატყუებთ, ადმინისტრაციული ხარჯები შევკვეცეთო და ამავდროულად ჯიპებს და ავეჯს ყიდულობთ მაინც სამინისტროებისთვის.
და ამ ყველაფრის მერე, რუსეთიდან ტურისტები რომ აღარ შემოვლენ, ამიტომ ეკონომიკა ჩამოინგრევაო, რომ წერთ, თქვე უნამუსოებო, 2020 წელს რუსები მხოლოდ ტურისტების 13.8% იყო, მანამდე 17-19%-ის ფარგლებში. კიდეც რომ შემცირდეს ცოტათი, ზემოთ რაც წერია, მანდ არის ძაღლის თავი დამარხული და არა პოზნერის გაგდების გამო რუსების არ-ჩამოსვლაში.
მჩქეფარე დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო და წელში გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები კი გვეხმარება გამდიდრებაში, მაგრამ მაგათმაც რა ქნან, მარტო არიან..."- წერს ის.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"