მხედველობა აღმიდგა ასი პროცენტით და გადავაგდე მინუს ორიანი სათვალე - რომან გოცირიძე
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
" მას შემდეგ, რაც მიზანმიმართულად ასტრაზენეკათი ავიცერი, აღმომაჩნდა შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები:
-თავში მომდის საოცარი ლექსები,
-მხედველობა აღმიდგა ასი პროცენტით და გადავაგდე მინუს ორიანი სათვალე,
-ზუსტად გამოვიცანი საბერძნეთი-საქართველოს ფეხბურთის მატჩის შედეგი,
-ცოლს ვეხმარები ჭურჭლის რეცხვაში,
-და ბოლოს, მართლაც რომ საოცრება-მესმის ჩემი კატის ენა, ანუ კნავილად ნათქვამი ტვინში გარდაიქმნება ადამიანურ სიტყვებად.
ეს მხოლოდ აცრიდან რამდენიმე დღის შემდეგ. წარმომიდგენია, წინ რა სიახლეები მელის.
ჰო, მთლად დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ცხვირი მიმოკლდება. ნამდვილია თუ მეჩვენება, ამის შესახებ მოგვიანებით გეტყვით. თუმცა, თქმა რა საჭიროა, ისედაც შემატყობთ.
ამ ტექსტის პირველ აპრილს გამოქვეყნება უბრალო დამთხვევაა.
აცრას გისურვებთ და ჯანმრთელობას.
პატივისცემით,"- წერს ის.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს