ხელისუფლება 20 ივნისის მოვლენების ჩაფარცხვაზე ზრუნავს - გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"წუხანდელი მოვლენების კომენტირებაც კი არ ღირს.
ჩვენ დიდი ხანია ვიქეცით ფილმის Groundhug day (ზაზუნას დღე) ე.წ. “მასოვკად” და მუდმივად ერთიდაიმავე სცენარში ვმონაწილეობთ, სხვადასხვა ვარიეციებით.
განსხვავება იმაშია, რომ იქ ყოველი შემდეგი გამეორება ოდნავ უკეთესია. ჩვენთან პირიქით - უარესი.
ამიტომ, მხოლოდ ერთ, შედარებით ახალ თემაზე, 20 ივნისის მოვლენების ამნისტირებაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.
საქმე იმაშია, რომ აღნიშნული ამინისტია ხელისუფლების ინტერესებში უფროა, ვიდრე ოპოზიციის. მათი ამოცანა არც არასდროს ყოფილა ამ საქმის გამოძიება. ამოცანა იყო, საქმის დაკიდება, ვაჭრობა და საჭირო მომენტში “სარფიანად” გაყიდვა პროდუქტის, რომელიც რეალურად მათი კომპრომატი უფროა, ვიდრე აქტივი.
ამიტომ, ოპოზიციის დღის წესრიგი მელიას გათავისუფლებაზე კი არ უნდა იყოს აგებული, არამედ საქმის არსებით განხილვაზე, რომლის მთავარი მოწმე მაკო გომური გახდება...
ზუსტად ეს სცენარი აშიშვლებს სისტემას მთელი თავისი სიმახინჯით და არა მელიას ეჭვმიტანილის სტატუსით გათავისუფლება.
ზუსტად ამ განვითარების ეშინია ხელისუფლებას და ამიტომაც არ იხილავს არსებითად ამ საქმეს...ახლა კი ჩაფარცხვაზე ზრუნავს..." - წერს ის.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"