"მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე" - რას ამბობს ლევან რატიანი გარდაცვლილი ექთნის შესახებ
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალციხიდან მის კლინიკაში შეყვანისას ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაცვლილი არ იყო და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც რატიანმა ბრიფინგზე განაცხადა, მეგი ბაქრაძის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას კრიტიკული იყო, თუმცა, გულისცემა და არტერიული წნევა შესაბამისი პრეპარატებით ნარჩუნდებოდა.
"ამ მტკივნეულ და სენსიტიურ საკითხზე არ ვაპირებდი არანაირი განცხადების გაკეთებას. მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე, რომ რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში არ წარმოადგენს არანაირ ჭეშმარიტებას - რომ ქალბატონი
მეგი, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს 18 მარტს, ის იყო სამწუხაროდ, მიცვალებული. ეს წარმოადგენს ჭეშმარიტ სიცრუეს. კიდევ ერთხელ მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. მართალია, ვერაფერი დააოკებს ამ ტკივილის გადალახვას, მაგრამ ღმერთმა გამძლეობა მისცეთ.
ქალბატონი მეგი კატასტროფის ბრიგადის მიერ გადმოყვანილ იქნა 19:45 საათზე ჩვენს კლინიკაში. შემოყვანისას ის იმყოფებოდა ფილტვის
ხელოვნურ ვენტილაციაზე. ჰემოდინამიკა იყო მკვეთრად არასტაბილური, რაც იმას ნიშნავს, რომ წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე ვერ ინარჩუნებდა ჰემოდინამიკას.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი