არ ყოფილა ეპიფენი ქვეყანაში, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ... - არჩილ მარშანია
ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
" ეპიფენის (ადრენალინის აუტოინჯექტორი) არსებობა არ არის სასიცოცხლო მნიშვნელობის სტაციონარისთვის, სტაციონარისთვის ის არის nice to have.
ეპიფენი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა პაციენტისთვის, რომელსაც აქვს მწვავე ალერგიული რეაქცია და ცდილობს საკუთარი თავის დახმარებას კლინიკაში მისვლამდე.
სტაციონარში ექიმს შეუძლია ჩვეულებრივი ადრენალინის ამპულით და შპრიცით მიაწოდოს ინექცია, ბოლო-ბოლო მაღალი რისკის არსებობის შემთხვევაში წინასწარ ჰქონდეს გამზადებული.
არ ყოფილა ეპიფენი ქვეყანაში, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ანაფილაქსიები სტაციონარში ვერ იმართებოდა.
ამიტომ მხოლოდ მისი არარსებობა ვერ იქნება ფატალური შედეგის მიზეზი, მეტიც, სწორად მართული ანაფილაქსიაც უიშვიათეს შემთხვევებში შეიძლება დასრულდეს ცუდად.
ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დაველოდოთ მოკვლევას, როგორ იმართებოდა პროცესი და ისედაც ინფორმაციის ქაოსში ნაადრევი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ, ეს ყველას დააზიანებს,"- წერს ის.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი