სისტემაა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, გულგრილი, უზნეო, უხარისხო, უვიცი სისტემა - არჩილ გამზარდია
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"პრობლემა ვაქცინაში კი არ არის, პრობლემა ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობაშია.
კაცმა არ იცის, ამ სისტემის უხარისხობის გამო რამდენი კოვიდიანია გარდაცვლილი, როდესაც რეალურად შეიძლებოდა მათი გადარჩენა.
ჩვენ არ დაგვიწყია საუბარი იმაზე, მთელი ეს კოვიდ პროცესის დროს ჯანდაცვის სისტემამ რამდენი ადამიანი მსხვერპლად აქცია.
უბრალოდ, კოვიდის გართულებით სიკვდილი "ჩვეულებრივად" მივიჩნიეთ, ხოლო აცრის გართულება "წარმოუდგენლად".
სისტემაა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, გულგრილი, უზნეო, უხარისხო, უვიცი სისტემა და არა ვაქცინა, ან წამალი, ან ზოგადად, რამე პრეპარატი," - წერს ის.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"